მერაბ დვალიშვილი: "ისევ შონ ო'მალი ან პიოტრ იანი მინდა"
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Combat Cross Southern-თან ინტერვიუში საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მერაბმა აღნიშნა, რომ შემდეგ ბრძოლას აპრილში ან ივნისში ჩაატარებს და ოპონენტად იმ მებრძოლებს განიხილავს, რომლებიც უკვე დამარცხებული ჰყავს.
უმარ ნურმაგომედოვმა უამრავი მიზეზი მოიგონა, რომ ჩემთან მარცხი გაემართლებინა. პატივისცემის ნიშნად რჩევას მივცემდი - შეცდომებზე ისწავლოს და გაუმჯობესდეს.
ჩემი და UFC-ის გეგმები ერთმანეთს ემთხვევა. მინდა, რომ მომდევნო ბრძოლა შონ ო’მალისთან ან პიოტრ იანთან ჩავატარო. UFC-გან კონტრაქტს ველოდები და როგორც გადაწყვეტენ ზუსტად ისე იქნება. ბრძოლა აპრილში ან ივნისში ჩამენიშნება. მზად ვარ, გულშემატკივრებისთვის ისევ დიდებული სანახაობა დავდგა - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს ორივე მებრძოლთან აქვს ანგარიში გასწორებული. ქართველმა ო'მალის ჩემპიონის ქამარი წინა წლის სექტემბერში წაართვა, პიოტრ იანი კი 2023 წლის მარტში დიდი უპირატესობით დაამარცხა.