Belive

მერაბ ბაზაძე: "სანდროს შეხვედრის ბედი წინასწარ იყო განსაზღვრული"

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, ზედიზედ მეორე ოლიმპიადაა ტურნირს სკანდალურად ემშვიდობება. 2020 წელს ტოკიოში და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეც, სანდრო ბაზაძის მარცხის დროს, მსაჯები აშკარა არაკომპეტენტურობას იჩენენ. დებიუტშიც და ფინალიც ნერვიული გამოდგა სანდრო ბაზაძის მერვედფინალური დაპირისპირება, რომელიც მან ოლიმპიადაზე ეგვიპტელ მეტოქესთან ჩაატარა და საბოლოოდ ქართველის მარცხით - 14:15 დასრულდა. ბევრი კითხვა გაჩნდა მსაჯობასთან დაკავშირებით, როგორც თავად სპორტსმენის, ასევე გულშემატკივრების მხრიდან. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმაც.

ოლიმპიადაზე მსოფლიოს საუკეთესო 16 მოფარიკავე გამოდის და ჩვენს შეხვედრაში მთავარ არბიტრებად 2 გამოუცდელი და არაკვალიფიციური ქალბატონი დანიშნეს. ისინი სულ რაღაც 3-4 წელია ამ სპორტში არიან, მაშინ როცა შეიძლებოდა გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის წამყვანი მსაჯი დაენიშნათ.

შეხვედრის პირველივე დარტყმიდან მივხვდი, რომ საქმე ჩვეულებრივ მოვლენასთან არ გვქონდა. იმის დამტკიცება, რომ ვიღაცამ არბიტრი მოისყიდა უტყუარი ფაქტის გარეშე შეუძლებელია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მატჩის ბედი თავიდანვე იყო განსაზღვრული. ალბათ, მაღალი კვალიფიკაციის მსაჯებმა უარი თქვეს წინასწარ "ჩაწყობილი" შეხვედრის განსჯაზე და ეს ესპანელი არბიტრი ამისთვის შეირჩა. მსაჯების დანიშვნას კურატორობს კომისია, რომლის ხელმძღვანელიც სამხრეთ კორეელია, ვფიქრობ მან არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, მისი თანამემამულე სპორტსმენისთვის მთავარი კონკურენტი ჩამოეშორებინა.

მე და სანდრო ამ საქმეს ბოლომე მივყვებით, ერთადერთი რამის მეშინია, რომ ამდენმა უსამართლობამ მას მოტივაცია არ დაუკარგოს, თუმცა ის მებრძოლი ბიჭია, კარიერასაც უფრო წარმატებულად გააგრძელებს და ამ კორუმპირებულ ორგანიზაციასაც, რასაც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერეაცია წარმოადგენს, გამოცდილი ადვოკატით დავუპირისპირდებით - განაცხადა მერაბ ბაზაძემ

აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ შეხვედრა ცუდად დაიწყო და მეტოქეს 2:8 ჩამორჩებოდა, თუმცა შეხვედრის მოტრიალება შეძლო და საქმე ბოლო ქულამდე მივიდა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ეგვიპტელი გამოცხადდა. სანდრო დიდი ხნის განმავლობაში არ გადიოდა ბილიკიდან და შედეგს აპროტესტებდა, თუმცა გადაწყვეტილება არ შეიცვალა.

სხვა სტატიები