"მექსიკელ ხალხს გავახარებ" - მერაბ დვალიშვილი
18 თებერვალს, ილია თოფურიას გამოსვლამდე, მერაბ დვალიშვილის ბრძოლას ვიხილავთ. "მანქანის" მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.
ეს შეხვედრა MMA-ის გულშემატკივრისთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. სუპერმსუბუქ წონაში საკმაოდ საინტერესო მდგომარეობაა და დიდი ალბათობით, ამ ბრძოლაში გამარჯვებული საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.
ტრადიციულად, ასეთი საინტერესო ჩხუბების წინ, მედია დღე ყოველთვის ძალიან სანახაობრივია. მერაბს კი გულშემატკივრისთვის სანახაობის შექმნა არ უჭირს. ქართველი პრესკონფერენციაზე მექსიკის დროშით წარსდგა და განაცხადა, რომ მათ გააბედნიერებდა.
17 თებერვალს მე გავიმარჯვებ და მექსიკელ ხალხს გავაბედნიერებ. მექსიკელ ხალხს სჭირდება ვინმე, ვინც მათ დროშას წარადგენს. მექსიკა ჩემით იამაყებს. 17 თებერვალს მექსიკას წარვადგენ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
Señor @MerabDvalishvil 🇲🇽🇲🇽🇲🇽 listo para representar a los Mexicanos en #UFC298 pic.twitter.com/9cs6Qq5Hwm
— UFC Español (@UFCEspanol) February 16, 2024
რამდენიმე წლის წინ, წარმოშობით მექსიკელმა ჰენრი სეხუდომ განაცხადა, რომ მექსიკის სახელით არასდროს გამოვიდოდა. მერაბმა ეს ყველაფერი თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენა და მექსიკელი გულშემატკივრის გულიც მოიგო.
UFC 298-ზე მთავარი ბრძოლები, თბილისის დროით, 18 თებერვალს 7:00 საათიდან დაიწყება.