Belive

"მე ვთვლი, რომ მეტად ძლიერი ვარ" - დოლიძე რეინიერ დე რიდერზე

5 საათის წინ სხვა
1 წთ

რომან დოლიძემ მისი მომავალი მეტოქის რეინიერ დე რიდერის შესახებ ისაუბრა. რომანმა თქვა, რომ ნიდერლანდელთან ჩხუბი დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, თუმცა, მათი ჩხუბი არ ჩაინიშნა. მოგეხსენებათ, რომანმაც და დე რიდერმაც წონები შეიცვალეს და UFC-მ ახალ კატეგორიაში მათი დაპირისპირება გადაწყვიტა.

მას UFC-ში კარგი კარიერა აქვს. RDR-თან შეხვედრა სულ მინდოდა და რამდენჯერმე გამოვიწვიე კიდეც. ისიც და ბო ნიკალიც, მაგრამ ისინი ერთმანეთს შეახვედრეს და ჩემზე არაფერი თქვეს. ახალ წონაში სახელებს ველოდებოდი და ის პირველი იყო, ვინც შემომთავაზეს.

სტილისტიკურად ეს ჩხუბი ძალიან საინტერესოა, რადგან ისიც კარგი გრეპლერია, მაღალი, ძლიერი და არც სტრაიკინგშია ცუდი. მე ვთვლი, რომ მეტად ძლიერი ვარ. შევერკინებით და ჩვენს გრეპლინგსაც შევადარებთ. - ამბობს რომან დოლიძე

შეგახსენებთ, რომ რომანისა და რეინიერის დაპირისპირება 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყება. დოლიძეც და მისი მეტოქეც წაგებიდან ბრუნდებიან. რომანმა ბოლო ჩხუბი ლიროი დანკანთან წააგო, დე რიდერმა კი კაიო ბორალიოსთან.

სხვა სტატიები