Belive

"მე პირველი მივდივარ დარბაზში და ბოლო გამოვდივარ" - ილია თოფურია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

უკვე კარგად მოგეხსენებათ, რომ 18 თებერვალს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ილია თოფურია პირველი ქართველი გახდება, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკია.

მის მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით "მატადორმა" The Schmo-სთან ისაუბრა. ტრადიციულად ეს ინტერვიუ მებრძოლის ძალების გამოცდით დასრულდა.

ვოლკანოვსკი ძალიან კარგია. ყველა მებრძოლთან განსხვავებული სტრატეგიით გამოდის. 18 თებერვალს ის ძალიან ჭკვიან და ძმიერ მეტოქეს შეხვდება. ყოველგვარი ეჭვის გარეშე მას გავთიშავ. ის ყოველთვის დონეებზე საუბრობს და ვაჩვენებ რა არის ნამდვილი დონე. შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალ თაობას იხილავთ.
ჩემი ეს თავდაჯერება შრომისმოყვარეობიდან მოდის. არა მგონია ვინმე ჩემზე მეტს შრომობდეს. მე პირველი მივდივარ დარბაზში და ბოლო გამოვდივარ. ბრძოლის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარი ისაა, რომ იმ საღამოს მშვიდად დავიძინებ, რადგან საკუთარ თავთან მართალი ვიქნები. ბევრს ვვარჯიშობ იმისთვის, რომ საკუთარი ბედი ჩემს ხელებში იყოს. ყველა ოპონენტს პატივს ვცემ და ამას ჩემი ვარჯიშებით გამოვხატავ. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც. "მანქანა" ორი წონის ყოფილ ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. მერაბი ილიას ბრძოლამდე გამოვა. Schmo-მ ილიას ჰკითხა აპირებს თუ არა მერაბის ჩხუბს უყუროს.

კუსილებში ვიქნები და მის ბრძოლას ვუყურებ. ჩემს საქმეზე 100%-ით კონცეტრირებული ვარ და ეს ხელს საერთოდ არ შემიშლის. დარწმუნებული ვარ, რომ იმ საღამოს მერაბიც გაიმარჯვებს. - თქვა ილიამ

სხვა სტატიები