Belive

"მე ჩემი საქმე გავაკეთე" - სტირკელნდს საჩემპიონო ბრძოლა სურს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 302-ზე შონ სტიკლენდმა პაულო კოშტა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ, ყოფილი ჩემპიონი ამბობს, რომ UFC-სგან საჩემპიონო ბრძოლის შემოთავაზებას დაელოდება.

მოვიცდი. მე ჩემი საქმე გავაკეთე. კანადაში, UFC 297-ზე ბრძოლა წამართვეს და ეს ყველამ იცის. ახლა მხოლოდ ის დამრჩენია დარბაზში დიდი დრო გავატარო და თავდაუზოგავად ვიშრომო. იქამდე მოვიცდი სანამ არ მეტყვიან, რომ ჩემი დრო მოვიდა. ოქრო მინდა. გამოვედი, ვიბრძოლე და კოშტა დავამარცხე. მომეცით სატიტულო ბრძოლა. ადესანიას წინააღმდეგ გავიმარჯვე და ახლა ის ქამრისთვის იბრძვის. - განაცხადა შონ სტირკლენდმა

შეგახსენებთ, რომ შონ სტრიკლენდმა საჩემპიონო ქამარი დრიკუს დუ პლესის წინააღმდეგ დაკარგა.

ახლა საშუალო წონის ქამრისთვის ერთმანეთს ისრაელ ადესანია და სამხრეთ აფრიკელი ჩემპიონი დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები