"მე ბუნებრივი მსროლელი ვარ, ამიტომ ბევრ აქსესუარს არ ვიყენებ" - იუსუფ დიკეჩი
თურქი სპორტსმენი, იუსუფ დიკეჩი რომელმაც პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ოლიმპიადის დაწყებიდან მალევე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მსროლელი არამხოლოდ კარგი სროლით გამოირჩევა, არამედ ყველასთვის უჩვეულო სტილი აქვს. ის შეჯიბრის მიმდინარეობისას სხვა სპორტმენებისგან განსხვავებით არანაირ ეკიპირებასა და აღჭურვილობას არ ატარებდა. სროლის მომენტში მას ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა, სტანდარტული სათვალე ეკეთა და ამ ყველაფრით ის თამაშების ყველაზე ცნობად სპორტსმენად მოგვევლინა.
თურქეთში დაბრუნების შემდეგ სპორტსმენთან ადგილობრივმა მედიამ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მსროლელი ამბობს, რომ:
იმ მომენტში ყველას მშვიდად მოვეჩვენე, მაგრამ სინამდვილეში ჩემში ქარიშხალი მძვინვარებდა. ვფიქრობ, ჩემი სროლის პოზა ძალიან კარგად ასახავდა ოლიმპიურ სულს: სამართლიანი თამაში, სიმარტივე, სიცხადე და ბუნებრივობა. ამიტომაც მიიპყრო ამდენი ყურადღება.
მე არასოდეს მჭირდებოდა ეს აღჭურვილობა. მე ბუნებრივი ვარ, ბუნებრივი მსროლელი. ამიტომ ბევრ აქსესუარს არ ვიყენებ.
ჩემი სროლის ტექნიკა მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი სროლის ტექნიკაა. ორივე გახელილი თვალით ვისროლე. ამით მსაჯებიც გაკვირვებულები დარჩნენ. - ამბობს იუსუფ დიკეჩი
გარდა ამისა თურქი სპორტსმენი ინსპირაციის წყარო გახდა სხვა სპორტსმენებისთვის, რომლებიც წარმატების მიღწევის აღსანიშნად სწორედ მისი სროლის მანერას იყენებდნენ: