Belive

მძარცველთან ჩხუბისთვის გათავისუფლებული გამყიდველი UFC-ში მიიწვიეს

4 წლის წინ სხვა
2 წთ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ხელმძღვანელმა დეინა უაიტმა სამსახური შესთავაზა ჰავაის კუნძულებზე, მაღაზია BestBuy-ის ყოფილ გამყიდველს, სამერ ტაპასა-სატარაკის, რომელიც მძარცველთან ჩხუბის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ უაიტი Instagram-ზე წერს. უაიტის განცხადებით, ის ახალგაზრდა ქალს კონორ მაკგრეგორსა და დონალდ სერონეს შორის ბრძოლის ბილეთებს გადასცემს და UFC-ში მუშაობას შესთავაზებს. ინციდენტი ჰავაის კუნძულებზე გასული წლის დეკემბერში მოხდა. სამერ ტაპასა-სატარაკიმ ძალის გამოყენებით შეაჩერა კაცი, რომელიც მაღაზიიდან ყუთის გატანას ცდილობდა.

View this post on Instagram

This is Summer Tapasa-Sataraka. She stopped this punk from getting away with stealing from BestBuy in Hawaii. She got fired for this. Flying her in this weekend and giving her tickets to the McGregor vs Cowboy fight. I WANT HER TO WORK FOR ME! Get ready for the best weekend of your life Summer

A post shared by Dana White (@danawhite) on

მაკგრეგორისა და სერონეს ბრძოლა 19 იანვარს გაიმართება.

წყარო: imedinews.ge

სხვა სტატიები