კაილიანმბაპე და ერლინგ ჰოლანდი სავარაუდოდ, უახლოეს წლებში, ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს მემკვიდრეები გახდებიან.
წყვილი უკვე გამოირჩევა შესანიშნავ დონეზე თამაშით ჩემპიონთა ლიგაში და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები მეტოქეობას კიდევ უფრო ადასტურებს. პირველი ნაბიჯი ამ საქმეში ნორვეგიელმა ტალანტმა გადადგა, რომელმაც, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში, "პსჟ-ს" მიერ, "კამპ ნოუზე", "ბარსელონას" - 4:1 დამარცხების შემდეგ თქვა, რომ მბაპეს ჰეთ-თრიქმა მას სურვილი აღუძრა და სწორედ ეს გახლდათ მეორე დღეს, მის მიერ, იმავე ტურნირზე, "რამონ სანჩეს-პისხუანზე", "სევილიას" კარში შესრულებული დუბლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველმა და ამჟამად ბრიტანული მედიის ექსპერტმა, რიო ფერდინანდმა თქვა, რომ ეს ორი ამომავალი ვარსკვლავი შემდეგი წლების განმავლობაში, უმთავრესი ინდივიდუალური ჯილდოს უდიდეს ნაწილს დაისაკუთრებს. ეს ინსპირაციის წყარო გახდა YouTub-ის არხის LS Plays FM-ისთვის, რომელმაც Football Manager 2021-ის დახმარებით ფრანგი და ნორვეგიელი ფეხბურთელების მომავალი იწინასწარმეტყველა.
საერთო ექსპერიმენტის შედეგად, შემდეგი 500 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულების სავარაუდო მონაცემები გამოქვეყნდა, საიდანაც ჩვენ აქცენტს შემდეგ ათწლეულზე გავაკთებთ, სადაც მბაპეს უახლოესი 4 და მთლიანობაში 7 წლის განმავლობაში საუკეთესოობა უნდა ხვდეს წილად.
შემდეგი დეკადის ოქროს ბურთის გამარჯვებულთა და ნომინანტთა სავარაუდო შედეგები ასეთია:2021: კილიან მბაპე, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი2022: კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, კევინ დე ბრუინე2023: კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, მო სალაჰი2024: კილიან მბაპე, პაულო დიბალა, ანსუი ფატი2025: კაი ჰავერტსი, კილიან მბაპე, ლაუტარო მარტინესი2026: კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, დეიან კულუსევსკი2027: კილიან მბაპე, კაიო ხორხე, ტროი პაროტი2028: ფაბიო სილვა, კაიო ხორხე, ტროი პაროტი2029: კილიან მბაპე, ანსუ ფატი, ტროი პაროტი2030: ფაბიო სილვა, ბრანდონ მაისკელი, ანსუ ფატი2031: ბრანდონ მაისკელი, ფაბიო სილვა, კილიან მბაპე
გარდა უშუალოდ ოქროს ბურთის მფლობელთა ვინაობისა, სუპერკომპიუტერმაჰოლანდისა და მბაპეს კარიერული მომავალიც იწინასწარმეტყველა: იმ 4-წლიან პერიოდში, რომელშიც მბაპე ოქროს ბურთის მოგებას მიჯრით მოახერხებს, ის 205 შეხვედრაში 123 გოლს გაიტანს. 2025 წელს, მის ჰეგემონიას კაი ჰავერტსი დაამხობს და შემდეგი ორი წლის განმავლობაში ფრანგი მეორე პოზიციას დაიკავებს. ამ პერიოდში საუკეთესო ფაბიო სილვა იქნება. მბაპე მეშვიდე და სარეკორდო ოქროს ბურთს 2029 წელს, 31 წლის ასაკში მოიგებს, ხოლო 2028-30 წლებში კვლავ პორტუგალიელი ფეხბურთელის დომინაცია იქნება.
რაც შეეხება ჰოლანდს, ის 2023 წელს, მბაპეს თანაგუნდელი გახდება და ერთ სეზონში 32 გოლს გაიტანს და 12 საგოლე პასს გააკეთებს. შემდეგ, მისი მომავალი 2 წლით "ლივერპულს" დაუკავშირდება და იქ პრემიერ ლიგის მოგებას მოახერხებს, თუმცა მთავარ ინდივიდუალურ პრიზზე მეორე ადგილს დასჯერდება".
ასეთია სუპერკომპიუტერის დასკვნა, თუმცა რა და როგორ მოხდება, ამას მხოლოდ წლების შემდეგ გავიგებთ, ფაქტია, მესი-რონალდუს თითქმის ორათწლეულიან დუელს, ღირსეული გამგრძელებელი ეყოლება.