Belive

მარგველაშვილი და სარდალაშვილი უმედლოდ - შედეგები ულან ბატორიდან

1 საათის წინ სხვა
1 წთ

ულან ბატორის გრანდ სლემზე, რამდენიმე ქართველი ძიუდოისტის გამოსვლა უკვე ვიხილეთ.

60 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს ფინალამდე მივიდა, თუმცა ადგილობრივ სპორტსმენთან დამარცხდა. სარდალაშვილმა პირველ წრეში სლოვენიელი დავიდ შტარლეკი ვაზარით დაამარცხა. მერვედფინალში, ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახი ამან ბახიტზანი გამოთიშა - იუკოთი. სარდალაშვილი მეოთხედფინალში იპონით დამარცხდა აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევთან. რეპეშაჟში ტაივანელ ვეი იანგს სძლია იპონით, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი მონღოლ სუხბატ ბიამბასურენთან ვაზარით დათმო.

66 კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა პირველი წრე პორტუგალიელ მეტოქესთან იპონით დაიწყო, 1/16-ფინალში კი, სამწუხაროდ, რუს რამაზან აბდულაევთან, ასევე იპონით დამარცხდა.

ამავე წონაში, თორნიკე გიგაური 1/16-ფინალში დამარცხდა - ნიზამი იმრანოვთან. პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უმედლოდაა.