Belive

მახაჩევის თქმით, დანა უაითი თოფურიას ევლოევისგან იცავს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ილია თოფურიას მოვსარ ევლოევთან უთანხმოება ჰქონდა. მებრძოლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს ყოველთვის არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ილია თოფურიამ ევლოევს ვირთხაც კი უწოდა.

სპორტსმენებს შორის აშკარა შუღლის გამო თითქოს ილიასა და მოვსარის ბრძოლა მწიფდებოდა. მაგრამ, თოფურია ჩემპიონი გახდა და ევლოევს ბევრი რამის გაკეთება მოუწევს, რომ "მატადორს" შეხვდეს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი აქვს მსუბუქი წონის ჩემპიონს ისლამ მახაჩევს. კავკასიელი მებრძოლი თვლის, რომ დანა უაითი ევლოევს ილიას უმალავს.

ვფიქრობ, რომ დანა უაითს ილიას ევლოევთან გამოცდა არ სურს, რადგან მოვსარს თოფურიას დამარცხება შეუძლია. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
View this post on Instagram

A post shared by Fight Tale (@fighttale)

ილიას ახლა სულ სხვა საქმეები აქვს და ევლოევისთვის არ სცალია. UFC 300-ის ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა პირმა - მაქს ჰოლუეიმ "მატადორი" გამოიწვია, რაზეც ილიამ თანხმობით უპასუხა. UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაზე იქამდეც საუბრობდა, სანამ ვოლკანოვსკის ქამრისთვის ჩხუბში დაანოკაუტებდა. ახლა კი, როცა მაქსმა ბრწყინვალე სანახაობა დადგა და თანაც ილია ჩემპიონია, მათი პირისპირ დგომის შანსი საკმაოდ დიდია.

სხვა სტატიები