Belive

მაკგრეგორმა ის პაბი შეიძინა, რომელშიც 2019 წელს იჩხუბა | 50 წლის მამაკაცს პაბში შესვლა აეკრძალა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
2019 წელს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი სკანდალში გაეხვა. UFC-ის მებრძოლმა ირლანდიურ ბარში უცნობ მამაკაცს დაარტყა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მაკგრეგორმა პაბში მყოფი ადამიანები მის მიერ გამოშვებულ ვისკიზე დაპატიჟა, თუმცა ერთ-ერთი მამაკაცისგან შემოთავაზებაზე უარი მიიღო. სწორედ ამან გააღიზიანა კონორი, რასაც უცნობი პირისთვის ხელის დარტყმა მოჰყვა. ამის შემდეგ, მაკგრეგორი ორმა პიროვნებამ ბარიდან იძულებით გაიყვანა. ამჟამინდელი რეალობა ასეთია - კონორ მაკგრეგორმა, ბარი, რომელშიც ინციდენტი შეემთხვა, სრულიად იყიდა და დააწესა ერთი უპირობო შეზღუდვა - ზემოთხსენებული 50 წლის მამაკაცი ბარში ვეღარასოდეს შევა. "ამ ადამიანს პაბში შემოსვლის უფლება იქამდე ჰქონდა, სანამ მისი ქმედება საზღვრებს გაცდებოდა", - აცხადებს კონორ მაკგრეგორი.

იხილეთ ჩხუბის ამსახველი კადრები

სხვა სტატიები