Belive

მაკგრეგორი ხაბიბის ტრაგედიას გამოეხმაურა - "ვლოცულობ ნურმაგომედოვების ოჯახისთვის"

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ხაბიბის მამა - აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კომაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი საავადმყოფოშია მოთავსებული და იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია. კონორ მაკგრეგორი ერთ-ერთი პირველია, ვინც ნურმაგომედოვების ოჯახის ტრაგედიას გამოეხმაურა. მაკგრეგორსა და ნურმაგომედოვს შორის არსებული დაპირისპირება არავისთვისაა უცხო - რამდენიმე დღის წინ, UFC-ის მებრძოლებმა Twitter-ზე ერთმანეთის შეურაცხმყოფელი პოსტები განათავსეს თუმცა ამჯერად მაკგრეგორმა ნურმაგომედოვს უთანაგრძნო. ირლანდიელი მებრძოლი შოკირებულია ნურმაგომედოვის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. "აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობ. კაცი, რომელმაც სხვადასხვა საბრძოლო დისციპლინებში არაერთი ჩემპიონი აღზარდა. შერეული საბრძოლო ხელოვნების ნამდვილი გენიოსი! ღამით გაგებული სიახლის გამო უაღრესად დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ნურმაგომედოვის ოჯახისთვის", - აღნიშნა კონორ მაკგრეგორმა.
11111111111
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დანა უაითმა დაადასტურა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა დიდი ალბათობით სექტემბერში გაიმართება. მათ შორის გამარჯვებული წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კონორ მაკგრეგორს დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები