Belive

მაკგრეგორი და მეივეზერი განმეორებითი მატჩისთვის ემზადებიან

2 წლის წინ სხვა
2 წთ
5 წლის შემდეგ, მეივეზერისა და მაკგრეგორის დაპირისპირება, შესაძლოა, კვლავ შედგეს.  The Sun-ის ინფორმაციით, მებრძოლებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში რინგზე მათ კვლავ უნდა ველოდოთ. წყარო ირწმუნება, რომ პერსონალური პირობები უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ არ არის შეთანხმება რაუნდების რაოდენობაზე და გარდა ამისა, ირლანდიელს, წონის ჩასაბარებლად, ბევრი კილოგრამის მოშორება დასჭირდება. ბრძოლა 70 კილოგრამ კატეგორიაში უნდა ჩატარდეს, მაგკრეგორი კი, ამჟამინდელი მონაცემებით, 86 კილოგრამს იწონის. გავრცელებული ინფორმაციით, განმეორებითი მატჩისთვის მეივეზერმა კონორსს 157,9 მილიონი დოლარი (131,5 მილიონი ფუნტი) შესთავაზა.
„კონორი ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ფლოიდი მზად იქნება. შოუს არ დავდგამთ, ეს ნამდვილი ბრძოლა უნდა იყოს. ფლოიდი რინგზე ბოლოჯერ გადის, ასე რომ გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, რომ ეს შეხვედრა არ გამოტოვონ. მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. პერსონალური პირობები შეთანხმებული აქვს ორივე მხარეს. ფლოიდი ამ შეხვედრას ხედავს, როგორც მისი ეპოქის დასასრულს. მას სჯერა, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი საღამო კრივის ისტორიაში. ამჟამად გასარკვევია რაუნდების რაოდენობა, მაკგრეგორის მხარე 10 რაუნდს ითხოვს." - განაცხადა ამერიკელ მოკრივესთან დაახლოებულმა წყარომ.
წყვილის პირველმა ბრძოლამ, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა, ოთხ მილიონზე მეტი მაყურებლის ყურადღება მიიპყრო. აღნიშნული ბრძოლის შემდეგ, მეივეზერმა 250 მილიონი ფუნტი, მაკგრეგორმა კი 100 მილიონ ფუნტზე მეტი გამოიმუშავა. ფლოიდს ამ გამარჯვების შემდეგ პროფესიონალურად არ უბრძოლია, თუმცა მან მონაწილეობა მიიღო სამ საგამოფენო ორთაბრძოლაში ტენშინ ნასუკავას, ლოგან პოლისა და დონ მურის წინააღმდეგ. რაც შეეხება მაკგრეგორს, მან MMA-ში დაბრუნების შემდეგ, ოთხი ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო. შეგახსენებთ, რომ კონორისა და მეივეზერის ორთაბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები