Belive

მაიკ ტაისონის წარმოუდგენელი სახლი, რომელიც 50 Cent-მა იყიდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა 2003 წელს, გაკოტრების შემდეგ, რეპერ 50 Cent-ს წარმოუდგენელი, 52-ოთახიანი აგარაკი 3.3 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თუმცა ამერიკელმა რეპერმა აღნიშნული გარიგების შედეგად 1 მილიონი ფუნტი იზარალა. 2003 წელს, მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ლენოქს ლუისთან დამარცხების შემდეგ, ტაისონი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. ტაისონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მას 23 მილიონი დოლარის ოდენობით ვალი ჰქონდა. ვალის გასასტუმრებლად ტაისონი იძულებული იყო, რომ კონექტიკუტში მდებარე მდიდრული კერძო სახლი გაეყიდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 52-ოთახიანი, რომლის მომდევნო მეპატრონე რეპერი 50 Cent გახდა. როგორც ცნობილია, რეპერმა ასევე მოინდომა სახლის გაყიდვა, რომელიც 12-წლიანი მცდელობის შემდეგ შეძლო. წარმოუდგენელი სიდიდის ტერიტორიისა და ოთახების შთამბეჭდავ რაოდენობასთან ერთად, სახლს როგორც შიდა, ასევე გარე კალათბურთის მოედნები და საცურაო აუზები აქვს. მდიდრულ "სასახლეს" ასევე აქვს კინოთეატრი, კაზინო, საბილიარდო ოთახი, უზარმაზარი სამზარეულო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ღამის კლუბიც.

გთავაზობთ სახლის ფოტოებს:







 

სხვა სტატიები