Belive

მაიკ ტაისონის ღია ვარჯიში ბრძოლამდე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული მაიკ ტაისონი რამდენიმე დღეში თავისი პოპულარობის წლების დაბრუნებას შეეცდება. 15 ნოემბერს 'რკინის მაიკი' დალასში, AT&T არენაზე, 80 000 მაყურებლის წინაშე დაუპირისპირდება იუთუბერ ჯეიკ პოლს.

ტაისონი რინგზე 4 წლის შემდეგ პირველად გამოვა, ბოლოს მან საჩვენებლი ბრძოლა ჩაატარა როი ჯონს უმცროსთან, თითქმის 20 წელი გადის მას შემდეგ, რაც ტაისონმა პროფესიონალთა შორის იბრძოლა. 58 წლის მაიკს ჯეიკ პოლი ნოკაუტით ემუქრება, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, იუთუბერი ამ ბრძოლიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს. დღეს ტაისონმა მედიისთვის ღია ვარჯიში ჩაატარა, სადაც ჩანს, რომ ლეგენდა ისევ ძლიერად ურტყამს და რინგზეც ჩვეულ სტილში გადაადგილდება, თუმცა იქნება ეს საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად?!

სხვა სტატიები