Belive

მაიკ ტაისონი და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული 4 წლის ბავშვი

2 წლის წინ სხვა
1 წთ
Little Big Shots პოპულარული ამერიკული სატელივიზიო შოუა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. სატელევიზიო შოუს მთავარი გმირები ბავშვები არიან, რომლებიც სხვადასხვა ნიჭითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით არიან დაჯილდოვებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში პროექტის უსაზღვრო პოპულარობიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით შოუს რიმეიქები დაიდგა. გამონაკლისი არც იტალია აღმოჩნდა. მცირედი ცვლილებით, იტალიური Little Big Show-ს წამყვანი ცნობილი მსახიობი და ყოფილი პარლამენტარი ჯერი სკოტი გახლდათ. იტალიურ სატელივიზიო შოუში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული 4 წლის ბავშვი გამოჩნდა. 4 წლის ბიჭმა, ავტომობილი, რომელშიც მაიკ ტაისონი იჯდა დაახლოებით 10 მეტრით გადააადგილა.

სხვა სტატიები