"დინამო თბილისის" წყალბურთელის, გიორგი მაგრაქველიძის შესანიშნავი გოლი, LEN-ის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ევროპის ცურვის ლიგამ (LEN), 2021 წლის საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურის საუკეთესო 5-ეულში შეიყვანა - "დინამოს" წყალბურთელმა "ბრეშას" წინააღმდეგ დაწყებული ეფექტური კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა.