ლევერკუზენის "ბაიერის", "ფენერბახჩეს", "ბეშიქთაშის" და "ბასაქშეჰირის" ყოფილი ნახევარმცველი, სეზეროზთურქიკრიმინალშია ეჭვმიტანილი.
ამჟამად 35 წლის ფეხბურთელს გამოძიება მკვლელობასა და დაჭრას ედავება. მის მიერ იარაღიდან გასროლის შემდეგ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაიჭრა.
თურქული სპორტული მაუწყებლის NTV Spor-ის ცნობით, ინციდენტი 19 სექტემბერს მოხდა და ის ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა.
მოწმეების მტკიცებით, ოზთურქმა, რომელიც გერმანიის ქალაქ ველბერტში დაიბადა, სროლა სტამბოლში, სილის რაიონშიც გააგრძელა.
ასევე აღმოჩნდა ჩხუბის დაუდასტურებელი ვიდეო კადრები, თუმცა მხოლოდ ამის საფუძველზე ოზთურქის პიროვნების იდენტიფიცირება და დანაშაულში მხილება შეუძლებელია.
თურქული მედია ასევე ავრცელებს იმ ცნობას, რომ ვეტერანი მოთამაშე პოლიციიდან გაიქცა და სამართალდამცავები მის დაკავებას ისევ ცდილობენ.
ინფორმაცია წინა კვირის ორშაბათს ღამით მომხდარი ინციდენტის შესახებ ჯერ კიდევ მწირია, მაგრამ თურქეთის პოლიციამ დაადგინა, რომ სროლის მსხვერპლი 24 წლის ჰალილ იბრაჰიმ გენჩია.
უფრო მეტი დეტალი უახლოეს დღეებში გაირკვევა, მაგრამ ამ დროისთვის ხელისუფლება მიმართავს ყველას, ვინც შესაძლოა ოზთურქის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი იცოდეს.
სეზეროზთურქი "ფარმაცევტების" შემდეგ "ნიურბერგში", მოგვიანებით კი ისტორიულ სამშობლოში, "ფენერბახჩეს", "ბეშიქთაშის", "ბასაქშეჰირის" და "ესკეშეჰისპორის" შემადგენლობაში ირიცხებოდა.