ლევან ჩოხელს UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაენიშნა
ქართველ MMA მებრძოლს, ლევან ჩოხელს, UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაენიშნა. მისი მომდევნო მეტოქე ისლამ დულატოვი იქნება. ჩოხელისა და დულატოვის დაპირისპირება 5 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, UFC Fight Night-ზე გაიმართება.
ლევან ჩოხელმა UFC-ში სადებიუტო შეხვედრა 2026 წლის 20 ივნისს გამართა და სომეხი ლეონ შაჰბაზიანი პირველივე რაუნდში გაანადგურა. ლევანმა, 23 წამში, ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მოახერხა. 30 წლის ქართველ მებრძოლს კარიერაში 15 გამარჯვება და სამი მარცხი აქვს, საიდანაც 12 ნოკაუტია.
28 წლის ისლამ დულატოვის ანგარიშზე 12 გამარჯვება და ერთი მარცხია. მან UFC-ში პირველი ბრძოლა 2025 წლის ივლისში გამართა და ადამ ფიუჯიტი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. დულატოვს მომდევნო შეხვედრა 2026 წლის ივლისში, ველინგტონ თურმანთან უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ბრძოლა გაუქმდა.
🚨 UFC SAUDI ARABIA — NEW FIGHT REPORTED! Levan Chokheli and Islam Dulatov are reportedly set to collide at UFC Fight Night in Riyadh, Saudi Arabia, on December 5, 2026. Source: @connected_mma https://t.co/3sfH7ZEtBC
— West Till Death (@WestTillDeath) October 21, 2026