28 ოქტომბერს, "ლესტერის” მფლობელის, ვიჩაი შრივადხანაპრაბჰას კერძო ვერტმფრენი “ქინგ ფაუერის” მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ვერტმფრენში 5 ადამიანი, მათ შორის გუნდის პრეზიდენტი იმყოფებოდა.
ჩვეულებისამებრ, “ლესტერის” პრეზიდენტი სტადიონს საკუთარი პირადი ვერტმფრენით ტოვებდა. 60 წლის ბიზნესმენმა გუნდი 2010 წელს შეიძინა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გუნდმა პრემიერლიგის მოგება შეძლო.