ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა
4 წლის წინ
სხვა
2 წთ
საბჭოთა მძლეოსანთა ნაკრების კიდევ ერთი ქართველი წევრი, სიგრძეზე მხტომელი რევას ქვაჩაკიძე, იხსენებს: "მე და რობერტი ძალიან ვგავდით ერთმანეთს. ულვაშებიც ერთნაირი გვქონდა. ამიტომაც მაჩერებდნენ რომის ქუჩებში "ბრავო, ბრავოს" ძახილით და ავტოგრაფს მთხოვდნენ. როდესაც რობერტს ეს ამბავი მოვუყევი, ბევრი იცინა, თან ნება დამრთო, მისი სახელით გამეცა ავტოფრაფი. ამის შემდეგ, უარს არავის ვეუბნებოდი და ბეჯითად ვაწერდი: "216 სმ - რობერტ შავლაყაძე."
რობერტ შავლაყაძე იყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, IV-V ადგილი, 214 სმ), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ-ს ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის ჩემპიონი (1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958, 1959, 1960, 1961, 1962), "გიგანტთა მატჩში" (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). მისი საუკეთესო შედეგი 217 სმ. იყო.
Live.ge-ის გუნდი უსამძიმრებს რობერტ შავლაყაძის ოჯახს და მთელ ქართულ სპორტულ სამყაროს.