Belive

ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მოკრივე ლაშა გურული 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა. 63.5კგ წონით კატეგორიაში 27 წლის ქართველი კუბელ ერისლანდ ალვარეს ბორხესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ნახევარფინალამდე ლაშა გურულმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი.

შეგახსენებთ, ლაშა გურული რამაზ ფალიანისა (1992 წელი, ბარსელონა) და ვლადიმერ ჭანტურიას (2000 წელი, სიდნეი) შემდეგ გახდა რიგით მესამე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიადაზე საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველი მოკრივე 2021 და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2022 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 2023 წელს ის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

სხვა სტატიები