იერუსალიმის მასტერსი | ლაშა ბექაური წლის დასკვნით ტურნირს მოეხსნა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
20 დეკემბერს, ძიუდოს 2022 წლის ბოლო შეჯიბრმა აიღო სტარტი, რომელსაც ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი მასპინძლობს.
იერუსალიმის მასტერსი 20 დეკემბერს დაიწყო და 22 დეკემბერს დასრულდება. წლის ბოლო შემაჯამებელ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები თავდაპირველად 14 სპორტსმენით დარეგისტრირდა (12 მამაკაცი, 2 ქალი.) თუმცა, ნაკრებში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.
იერუსალიმის მასტერსს ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური მოეხსნა. ბექაურს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც საქართველოში დარჩა და წლის დასკვნით ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
Live.ge ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან შეეცადა. ლაშა გუჯეჯიანმა ბექაურის მოხსნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.