Belive

ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

17-18 მაისს, ესპანეთის ქალაქ ლა ნუსიაში, ძიუდოში, ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე 41 ქვეყნის 432 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. საქართველოდან შეჯიბრს მხოლოდ ლაშა ბექაური შეუერთდა ტრადიციულ. 90 კგ წონით კატეგორიაში და ჩემპიონიც გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, ლაშა ბექაურისთვის ეს პირველი ტურნირი იყო, რომელზეც იასპარეზა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მთელი საშეჯიბრო დღე ერთი ამოსუნთქვით გაიარა და პრობლემა არცერთ მეტოქესთან არ შეჰქმნია, მეტიც - ფინალი 7 წამში მოიგო.

ბექაურმა ფინალამდე 4 შეხვედრა ჩაატარა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაამარცხა: ავსტრიელი, ფრანგი, ნიდერლანდელი, ბრაზილიელი და ფინალში მეტოქედ ესპანელი, დანიელ ნიეტო შეხვდა.

სხვა სტატიები