Belive

ლა ლიგა თუ პრემიერლიგა? დე იონგმა ჩემპიონატები შეადარა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
"ბარსელონას" ფეხბურთელმა, ფრენკი დე იონგმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ჩემპიონატების შესახებ ისაუბრა. 22 წლის ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგა ლა ლიგაზე უფრო მაღალ საფეხურზე დგას. "ადრე ვფიქრობდი, რომ ლა ლიგა ყველაზე კარგი საფეხბურთო ჩემპიონატი იყო მსოფლიოში. შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ საოცარ ასპარეზობას წამყვან საკლუბო ტურნირებზე - ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, მგონია, რომ ბოლო წლებში ინგლისელებმა ძალა დაიბრუნეს. მართალია, ესპანეთში ძალიან ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ წმინდა საფეხბურთო კუთხით, პრემიერლიგა საუკეთესოა," - თქვა დე იონგმა. 22 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.  

სხვა სტატიები