Belive

კრიტიკულად მწვავე სიტუაცია - კლარის აგბენენუ საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციას დაუპირისპირდა

1 წლის წინ სხვა
4 წთ

30 წლის ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი - კლარის აგბენენუ, საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციას დაუპირისპირდა.

დაპირისპირების მიზეზი კიმონო გახდა, კერძოდ კი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - კლარის აგბენენუ, რომელმაც ტრავმის შემდეგ თელ ავივის დიდ სლემზე დაბრუნდა, უარს ამბობს ფედერაციის მიერ დაწესებული კიმონოს ტარებაზე. საპასუხოდ კი ფედერაციამ მას პირადი მწვრთნელი მოუხსნა და მომავალში არცერთ შეჯიბრზე აღარ დააფინანსებს.

ასეც მოხდა - კლარის აგბენენუმ თელ ავივის გრანდ სლემზე უმწვრთნელოდ იასპარეზა, თუმცა 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური კიმონოც არ ჩაიცვა და მისი სპონსპორის "მიზუნოს" კიმონითი იასპარეზა.

ამ ფაქტს საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციის ტექნიკური დირექტორი გამოეხმაურა და ფედერაციის ტექნიკურ პერსონალს ელფოსტები გაუგზავნა:

"როგორც საერთაშორისო და ეროვნული მწვრთნელები, თქვენ არ შეგიძლიათ გაწვრთნათ სპორტსმენები, თუ მათ ეცმევათ კიმონო, რომელიც ოფიციალურად არ არის აღიარებული ან დადასტურებული საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციის მიერ"

ამ სიტყვების შემდეგ კი ლუდოვიკ დელაკოტი (აგბენენუს პირადი მწვრთნელი) იძულებული გახდა, რომ დამორჩილებოდა ძიუდოს ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს, სწორედ ამ ფაქტის გამო კი 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი თელ ავივის გრანდ სლემზე საასპარეზოდ მარტო გავიდა.

იქამდე კი, სანამ 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - კლარის აგბენენუ თელ ავივის გრანდ სლემზე იასპარეზებდა, საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ მას წერილი გაუგზავნა, სადაც ვკითხულობთ:

"შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების საბრძოლო აღჭურვილობა (კიმონო), რომელიც უზრუნველყოფილია სამწვრთნელო შტაბის მიერ, სავალდებულოა თელ-ავივის გრან სლემისთვის, ისევე როგორც ყველა შეჯიბრებისთვის, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ საფრანგეთის ნაკრების წევრის სახით... ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენ პატივს სცემთ ამ წესებს, მაგრამ გვირჩევნია შეგახსენოთ, რომ დარღვევის შემთხვევაში, წარმოუდგენელი იქნება ფედერაციის მიერ შეთანხმებაში ასახული ვალდებულებების დაცვა, მათ შორის მხარდაჭერა".

მოკლედ რომ შევაფასოთ, საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ 2-გზის ოლიმპიურსა და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონს აუხსნა, რომ იგი ვეღარ მიიღებდა პერსონალიზებულ დახმარებას, რომელსაც ფედერაცია იხდის და რომელიც ძირითადად მოდის სპორტის ეროვნული სააგენტოდან და, შესაბამისად, სახელმწიფოსგან.

ტედი რინერი საკუთარი ბრენდის კიმონოს ატარებს

რატომ უშვებენ ამას და რატომ არ უშვებენ აგბენენუს ფაქტს? - რამდენიმე თვის წინ, როცა კლარის აგბენენუმ "მიზუნოსთან" კიმონოს კონტრაქტი გააფორმა, საფრანგეთის ძიუდოს ფედერაცია აწარმოებდა მოლაპარაკებებს კიმონოს მწარმოებელ "ადიდასთან", რათა მთელი საფრანგეთის ნაკრების აღჭურვილობაზე მათ ეზრუნათ… ეს ყველაფერი ეხებოდა ყველას ტედი რინერის გარდა, რომელიც მოლაპარაკებიდან გამორიცხული იყო.

ჯერ კიდევ 2017 წელს, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მისმა იმდროინდელმა ადვოკატმა, დელფინ ვერჰეიდენმა, დიდხნიანი ბრძოლისა და შრომის შემდეგ, მოიპოვეს შესაძლებლობა, რომ ტედი რინერს ჰყოლოდა საკუთარი კიმონოს მიმწოდებელი. იმ დროს რინერმა გააფორმა კონტრაქტი "ანდერ არმორთან", მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ფირმა იმ დროს კიმონოს არ აწარმოებდა, ამიტომ მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ჩემპიონს კიმონო ეცვა. 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ტედი რინერი სწორედ "ანდერ არმორის" კიმონოთი ასპარეზობს.

კლარის აგბენენუს უნდოდა სწორედ იგივე გაეკეთებინა. საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციასთან მოლაპარაკება სწრაფად გადაიზარდა მწვავე დაპირისპირებაში.

სხვა სტატიები