Belive

კორონავირუსით პირველი სუმოისტი გარდაიცვალა

3 წლის წინ სხვა
1 წთ

იაპონური მედია იუწყება, რომ კორონავირუსით პირველი სუმოისტი გარდაიცვალა. გარდაცვლილის საბრძოლო სახელი ანუ შიკონა შობუში გახლდათ, რეალური სახელი და გვარი კი კიოტაკა სეუტაკეა. შობუში პირველი იყო იმ სუმოისტებს შორის, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ეს მოხდა 10 აპრილს. მას შემდეგ პროფესიონალი მებრძოლი სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლაში იყო.

ჰოსპიტალიზაციიდან 9 დღეში მისი მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა, შესაბამისად მედიკოსები ვალდებულნი გახდნენ მისი ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანისადმი. "ის იყო ძალიან კარგი, ახალგაზრდა მებრძოლი. მშვიდად განისვენე", - წერს შობუშის შესახებ ერთ-ერთი კომენტატორი საკუთარ ტვიტერის გვერდზე. კიოტაკა სეუტაკეა 13 მაისს 1-თვიანი სიცოცხლისათვის ბრძოლის შემდეგ, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. იაპონიაში კორონავირუსის მხრივ სიტუაცია ეტაპობრივად სტაბილურდება და მწყობრში დგება, ამჟამად ქვეყანაში 15,968 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული - გამოჯანმრთელდა 8,531 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 657 ადამიანს შეადგენს.

სხვა სტატიები