Belive

კორონავირუსის სადეზინფექციო ხსნარი და ფანები პირბადით - კრივის უჩვეულო საღამო (ფოტო)

4 წლის წინ სხვა
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო, პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი დროით გადაიდო. ერთ-ერთ გამონაკლისს ნიკარაგუაში, 26 აპრილს გამართული კრივის ჩემპიონატი წარმოადგენს. ნიკარაგუის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებას 800 გულშემატკივარი დაესწრო. აღსანისნავია, რომ თითოეულ მათგანს სპორტულ კომპლექსში შესვლის წინ სადეზინფექციო ხსნარი შეასხურეს და პირბადის გაკეთება მოსთხოვეს. სადეზინფექციო ხსნარით მოკრივეებიც დაამუშავეს. ნიკარაგუაში გამართული კრივის ჩემპიონატი, გავლენიანმა სპორტულმა ტაბლოიდებმა ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ტურნირად მოიხსენიეს.

სხვა სტატიები