Belive

კორონავირუსის გამო, სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი გადაიდო

4 წლის წინ სხვა
1 წთ

კორონავირუსის გამო, არაერთი სპორტული ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა. COVID-19-ის მომდევნო მსხვერპლი სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი გახდა. World Snooker Tour-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი გადაიდო. სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატს შეფილდში, 18 აპრილს უნდა აეღო სტარტი და 4 მაისს დასრულებულიყო. "ყველასათვის მძიმე დროა, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებთ. ფანები მსოფლიოს მასშტაბით და 144 მონაწილე მოუთმენლად ელიან ინფორმაციის მიღებას ჩატარდება თუ არა, ან როდის ჩატარდება სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი." "სნუკერის მოთამაშეები თვით-დასაქმებულები არიან. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რათა საპრიზო თანხა გამოიმუშავონ. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა და მოთამაშეებს იმედს ვერ გავუცრუებთ. ამ წუთას სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის დახურულ სივრცეში, გულშემატკივრების გარეშე ჩატარების შესაძლებლობას განვიხილავთ. დამატებითი ინფორმაცია მომავალ კვირას გახდება ცნობილი", - აღნიშნა ბარი ჰერნმა.

სხვა სტატიები