კორმიემ დაასახელა მიზეზი თუ რატომ თქვა ისლამმა ილიასთან ჩხუბზე უარი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
სხვადასხვა სპორტული გამოცემების თანახმად, ისლამ მახაჩევმა ილიას თოფურიასთან ზაფხულში ჩხუბზე უარი თქვა. გულშემატკივრებმა მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ დაღესტნელი ჩემპიონი მისთვის კომფორტულ მოწინააღმდეგეებს არჩევს. დენიელ კორმიე კი ამბობს, რომ საქმე არა ოპონენტების შერჩევას, არამედ მებრძოლის მემკვიდრეობას ეხება.
ისლამის ბანაკთან არაერთხელ მისაუბრია და ეს ბიჭები თვლიან, რომ ილია ჯერ სხვას უნდა შეხვდეს. როდესაც ისლამი ვოლკანოვსკის შეხვდა, ის საერთო რეიტინგის პირველი ნომერი იყო. გახსოვთ როდესაც მათი ჩხუბი ჩაინიშნა? ეს იყო ომი საუკეთესო მებრძოლის სტატუსისთვის. ისლამმა მოიგო, მაგრამ ჩხუბი ახლო იყო და გვქონდა უცნაური მომენტი, როდესაც ორი P4P-ის პირველი ნომერი გვყავდა. ისლამმა რეიტინგში პირველი ადგილი მოითხოვა და მსოფლიომ ასე უპასუხა: "შენ მხოლოდ 66 კილოგრამის მებრძოლი დაამარცხე." - განაცხადა დენიელ კორმიემ
ჯერჯერობით, ორივე მებრძოლი მეტოქის გარეშეა და საქმე იმაშია, რომ უკვე ორივეს მოუწევს ჩხუბი. შეგახსენებთ, რომ თოფურია ახლა 66 კილოგრამის ნაცვლად, 70 კილოგრამში იასპარეზებს და "მატადორს" თავიდანვე ჩემპიონთან ბრძოლა სურს.