Belive

"კონორმა არ იცის ვინ ხარ" - ო'მალიმ ილია თოფურიას უპასუხა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიასა და შონ ო'მალის შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება გრძელდება.

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ო'მალიმ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. "შუგას" მიერ დაწერილი სტატუსი მიგვანიშნებს, რომ მას უნდა ორმაგი ჩემპიონი გახდეს, ისევე როგორც მაკგრეგორი. თუმცა, ამ გზის გასავლელად შონს დიდი ალბათობით ილია თოფურიასთან შეტაკება მოუწევს.

ილია ჩემი ედი ალვარესია
- დაწერა შონმა საკუთარ X-ის გვერდზე

თავის მხრივ ილიამაც უპასუხა ო'მალის სტატუსს და მიანიშნა, რომ მათ შორის ბრძოლა არასდროს შედგება.

UFC-ის შენთან ბრძოლა შევთავაზე მაგრამ მითხრეს, რომ თინეიჯერებისთვის ეს ბრძოლა საინტერესო არ იქნებოდა. შენი გულშემატკივრები მხოლოდ თინეიჯერები არიან. "ვოლკის" შემდეგ კონორს შევებრძოლები და შენ ფანი ბიჭუნასავით მოხვალ. შენი ბრძოლის გაყიდვების ნახვის შემდეგ, შემიძლია ჩემი საღამოს პრელიმებზე ბრძოლა შემოგთავაზო. - ასე უპასუხა ილიამ შონის პოსტს

ბუნებრივია, რომ ო'მალი ილიას ამ სიტყვებს უპასუხოდ არ დატოვებდა და რამდენიმე საათში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა.

რამდენიმე თემა განვიხილოთ
I. თინეიჯერები? ვერ გავიგე
II. მოდი PPV-ზე სანაძლეო დავდოთ.
100 ათასი ნაღდი ფული იმას, ვისი ბრძოლაც უფრო გაიყიდება. თუ 100 ათასი არ გაქვს, არაუშავს, შეგიძლია 25 ათასი 4-ჯერ გადამიხადო
III. კონორმა არ იცის ვინ ხარ. - წერს შონ ო'მალი
შენზე მე ვერ ვიზრუნებ ბავშვო. PPV-ს მეფეს ძილი სჭირდება! თავს მიხედე და ფული დაზოგე. - უპასუხა ილიამ

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები