Belive

კოკაი: "იაპონიაში არცერთი მაყურებელი არ ეთანხმებოდა მსაჯის გადაწყვეტილებას"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ყოფილმა ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ, ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და მე-13 დღეს, მსაჯის მიერ გამოტანილ არასამართლიან გადაწყვეტილებასაც შეეხო. "იაპონიაში, მსაჯის მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ მაყურებელში ემოციები გამოიწვია, რადგან მსაჯს არავინ არ ეთანხმებოდა. რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულად მისაღები იყო ეს გარემოება, თუმცა შემდეგ ბრძოლაში ლევანმა იოკოძუნა კაკურიუს მოუგო და დაამტკიცა რომ ოძეკის ტიტულის ღირსეული მატარებელია," განაცხადა კოკაიმ. შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ახლა უკვე ბაშოს გამარჯვებულ ასანოიამას დაუპირისპირდა და მისი დამარცხება შეძლო. თუმცა მონოის მცდარი შეფასებით, ტოჩინოშინმა ფეხი დოჰიოს გარეთ დადგა, რის გამოც გამარჯვება ასანოიამას ჩაეთვალა (იხილეთ ვიდეო). კოკაიმ ჯურიოში მოასპარეზე ქართველი რიკიშის, თეიმურაზ ჯუღელის, იგივე გაგამარუს ასპარეზობაც შეაფასა, რომელმაც ნაცუ ბაშოზე კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა: "გაგამარუ ყოველ ბაშოზე უფრო და უფრო უკეთესად ასპარეზობს. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ბაშოზეც დადებით ბალანსს დააფიქსირებს და ლევანთან ერთად, მაკუუჩი დივიზიონში ვიხილავთ," აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ: კოკაის მიერ დამარცხებული ლეგენდარული ასაშორიუ (ვიდეო)

 

სხვა სტატიები