კობი ბრაიანტის მეუღლემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
4 წლის წინ
სხვა
6 წთ
ბოლო პერიოდში ინტერნეტ და არაინტერნეტ სივრცე კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალების ამბავმა სრულიად მოიცვა. კობისთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა. ახლახან კობი ბრაიანტის მეუღლემ, ვანესა ბრაიანტმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
"მე და ჩემს გოგოებს გვსურს მადლობა გადავუხადოთ მილიონობით ადამიანს, რომელთაც ამ საშინელ დროს გამოხატეს მხარდაჭერა და სიყვარული. მადლობას გიხდით ყველა ლოცვისთვის - ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება. სრულიად განადგურებულნი ვართ ჩემი განუმეორებელი ქმრის, კობის - ჩვენი შვილების საოცარი მამის უეცარი დაკარგვით. ჩემი მშვენიერი, ტკბილი ჯიანა - მოსიყვარულე, მოაზროვნე და მშვენიერი ქალიშვილი და ნატალიას, ბიანკასა და კაპრის საოცარი და. ჩვენ ასევე განადგურებულნი ვართ იმ ოჯახების ტრაგედიით, რომლებმაც კვირა დღეს საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ჩვენ მათ მწუხარებას ვიზიარებთ. არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომ ახლა ჩვენი ტკივილი აღვწეროთ. თავს ვინუგეშებ, რომ კობიმ და ჯიანამ იცოდნენ თუ რა ძალიან ღრმად გვიყვარდა ჩვენ ისინი. ჩვენს ცხოვრებაში მათი არსებობით უზომოდ ბედნიერები ვიყავით, ეს ერთგვარი ღვთის წყალობა იყო. ვისურვებდი, რომ ისინი სამუდამოდ ჩვენთან იყვნენ. სამწუხაროდ, ჩვენმა ძვირფასებმა ძალიან ადრე დაგვტოვეს. დარწმუნებული არ ვარ, რა დაგვრჩა დღეს, შეუძლებელია მათ გარეშე ცხოვრების წარმოდგენა. მაგრამ ჩვენ ყოველდღე ვიღვიძებთ და ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგან კობი და ჩვენი პატარა გოგონა, ჯიანა, მომავლის გზას ზეციდან გვინათებენ. ჩვენი სიყვარული მათ მიმართ უსასრულოა - და შეიძლება ითქვას, მარადიული. უბრალოდ მსურს, რომ შემეძლოს მათი ჩახუტება და კოცნა. მსურს ისინი სამუდამოდ ჩვენთან იყვნენ. მადლობას გიხდით თანადგომა, მწუხარება და მხარდაჭერა რომ გამოხატეთ. ჩვენ გვთხოვთ, რომ მოგვცეთ სიმშვიდე რათა, ამ ახალ რეალობაში განვაგრძოთ ცხოვრება. ჩვენი გუნდის, მამბას ოჯახის პატივსაცემად, მამბას სპორტულმა ფონდმა ჩამოაყალიბა MambaOnThree Fund, რათა დაეხმაროს ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ სხვა ოჯახებს. შემოწირულობისთვის, გადადით MambaOnThree.org-ზე. კობისა და ჯიანას მემკვიდრეობის უკვდავსაყოფად, გთხოვთ, ეწვიოთ MambaSportsFoundation.org. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთვის ლოცულობთ. კობი, ჯიანა, ნატალია, ბიანკა, კაპრი და მე. #Mamba #Mambacita #GirlsDad #DaddysGirls #Family", - წერს ვანესა ბრაიანტი. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი 26 იანვარს, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.