Belive

კიუშუ ბაშო 2018 - ჩემპიონები, მოგებული თანხები და პრიზები

5 წლის წინ სხვა
2 წთ

25 ნოემბერს 2018 წლის სუმოს უკანასკნელი სუპერტურნირი - "კიუშუ ბაშო" დასრულდა. გთავაზობთ ჩემპიონთა სიას და მიღებულ პრიზებს:

  მაკუუჩის (უმაღლესი) დივიზიონი - აღმოსავლეთის კომოსუბი #1 ტაკაკეიშო ბალანსი - 13 მოგება და 2 მარცხი
ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 10 მილიონი იენი ($ 88 000) მაკუუჩის (უმაღლესი) დივიზიონი - დასავლეთის ოძეკი #2 ტოჩინოშინი ბალანსი - 8 მოგება და 7 მარცხი
კენშოებით (კონვერტი რომელიც მოგების შემდეგ გადაეცემა) გამომუშავებული თანხა დაახლოებით შეადგენს: 20 000 დოლარს.  ჯურიოს დივიზიონი - დასავლეთის #14 ჯურიო ტომოკაძე ბალანსი - 12 მოგება და 3 მარცხი
ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 2 მილიონი იენი ($ 17 600) მაკუშიტას დივიზონი -  აღმოსავლეთის #5 მაკუშიტა სოკოკურაი  ბალანსი - 7 მოგება და 0 მარცხი
ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 500 000 იენი ($ 4 400) სანდანმეს დივიზიონი - აღმოსავლეთის #33 სანდანმე ურა ბალანსი - 7 მოგება და 0 მარცხი
ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 300 000 იენი ($ 2 640) ჯონიდანის დივიზიონი - აღმოსავლეთის #15 ჯონიდანი მიცუუჩი  ბალანსი - 7 მოგება და 0 მარცხი ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა: 200 000 იენი ($ 1 760) ჯონოკუჩის დივიზიონი - დასავლეთის #23 ჯონოკუჩი ჰატოოკა  ბალანსი - 7 მოგება და 0 მარცხი ჩემპიონობისთვის მოგებული თანხა:  100 000 იენი ($ 880)   ყოველ ბაშოზე ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზები, ესენია: მებრძოლი სულისათვის დაწესებული პრიზი, სანახაობრივი ორთაბრძოლებისთვის დაწესებული პრიზი და ტექნიკური ორთაბრძოლებისათვის დაწესებული პრიზი. მაკუუჩი დივიზიონის ჩემპიონმა ტაკაკეიშომ იმპერატორის თასთან ერთად - სანახაობრივი ორთაბრძოლებისთვის და მებრძოლის სულისათვის დაწესებული პრიზიც მოიპოვა. მებრძოლის სულისათვის დაწესებული პრიზით ასევე ონოშოც დაჯილდოვდა. რაც შეეხება ტექნიკური ორთაბრძოლების პრიზი - ამ ბაშოზე ეს პრიზი არცერთ მებრძოლს არ ერგო, როგორც ჩანს სუმოს მამების გული ამ მხრივ ვერცერთმა მებრძოლმა ვერ მოიგო.

სხვა სტატიები