"კიდევ შევძლებდი, რომ ასეთი კიდევ 50 რაუნდი მებრძოლა" - მერაბ დვალიშვილი
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენმა ქამრისთვის ბრძოლაში შონ ო'მალი მსაჯების გადაწყვეტილებით უდიდესი უპირატესობით დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა:
დღეს, სხვა დღეებთან შედარებით თავს განსხვავებულად არ ვგრძნობდი. დღეს ქამრისთვის ვიბრძოდი და ამ ფაქტით ძალიან გაკვირვებული ვიყავი. მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, ვვარჯიშობდი, დღეში ორჯერაც კი. წონის კლება ყოველთვის რთულია, რადგან მშიერი ვარ და მუცელი მტკივა. დღეს ჩემთვის ნორმალური დღე იყო, დიდი ენერგია არც დამიხარჯავს.
ეს სიგიჟეა, ამაზე ვოცნებობდი და ვგრძნობ რომ ეს ოცნება ავისრულე. ვერ ვიაზრებ რომ ჩემპიონი ვარ და ჩემ ტანზე ქამარს ვხედავ. ამისთვის მე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. ქამარზე არ მიფიქრია, ვფიქრობდი ო'მალის დამარცხებაზე. ის კარგი მებრძოლია, მაგრამ მე შონი ვაქციე ჩვეულებრივ მებრძოლად. დღეს მე UFC-ს საუკეთესო მებრძოლი ვარ და ეს დავამტკიცე.
მე საუკეთესო ხალხთან ვსპარინგობდი, დიდ და პატარა ბიჭებთან. კიდევ შევძლებდი, რომ ასეთი კიდევ 50 რაუნდი მებრძოლა. მსაჯების შედეგებს ყოველთვის ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან არის შემთხვევები, რომ ძალიან გიჟურ შედეგებს აჩვენებენ, ეს MMA-ია. ჩვენ არვიცით თუ როგორ ითვლიან ისინი შედეგებს. მე ახლა ქამარი მაქვს, დომინანტი ვიყავი და ეს ყველამ იცის.
მე ამ შედეგისთვის 12 წელი ვშრომობდი. მიყვარს დანა უაითი, მინდა მასთან ლაპარაკი, რადგან კარგად ვიცნობ. მას პატივს ვცემ იმის გამო რომ ასეთი ლიგა გვაქვს. ჩვენ, ყველას გვაქვს მიზანი და შესაძლებლობა, რომ UFC-ში ვიბრძოლოთ. დანა უაითმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან აღმომაჩინა, ბრძოლა ჩამინიშნა და უკვე შემომხედე მე UFC-ს ჩემპიონი ვარ. ჩემს ოცნებაში ვცხოვრობ. ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გავხდი ჩემს ქვეყანაში და მსოფლიოში. მე ისევ მუშა ვარ, მე ახლა პირველი ვარ და ო'მალის ეგონა, რომ საუკეთესო და ჩემზე უკეთესი იყო, მაგრამ აქ არავინაა არავიზე უკეთესი. ჩვენ ყველა ჩვეულებრივი ვართ, შენ ყველას პატივი უნდა სცე. - მერაბ დვალიშვილი