Belive

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მზადების მეორე ეტაპი დაასრულა

4 წლის წინ სხვა
4 წთ
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მოახლოებული მნიშვნელოვანი შეჯიბრებების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირების წინ, მზადების მორიგი ეტაპი გამართა. ოქტომბრის ბოლოს, ნაკრებმა მაკედონიაში 1-კვირიანი შეკრება გაიარა, რომლის დროსაც გუნდმა მაკედონიისთან ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ამჯერად, ივარჯიშეს ნაკრების საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებმა, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების რამდენიმე ხელბურთელთან ერთად.
სავარჯიშო პროცესს უძღვებოდნენ დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე და გიორგი გვაზავა.  სერბმა მწვრთნელმა სტოიანოვიჩმა შარშან უკვე უკვე ჩაატარა საწვრთნელი კემპი ჩვენს ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებებთან, მას შემდეგ ის სკოპიეს მეტალურგში მუშაობდა, ხოლო ახლახან დაინიშნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად და ამავე დროს არის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფშიც.
"იანვარში ჩვენს გუნდს ორი მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშებით იტალიას, რუმინეთსა და კოსოვოს. ეს სამი მატჩი გაიმართება 10-12 იანვარს, იტალიის ქალაქ ბენევენტოში, ნეაპოლის მახლობლად. ამის შემდეგ გვაქვს ორი უსერიოზულესი მატჩი ფინეთთან, 16 იანვარს თბილისში და 19 იანვარსს - მეტოქის მოედანზე. ამ ორმა შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს, ვითამაშებთ თუ არა ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც გამოვა 32 უძლიერესი გუნდი და გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის 20 საგზური.
ოქტომბრის  შემდეგ სანაკრებო ფანჯარა უკვე იანვარშია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ნოემბერში თბილისში შეგვეკრიბა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ხელბურთელები, ეროვნული გუნდის კანდიდატები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უცხოურ კლუბებში თამაშობს. დასამალია არაა, რომ დანარჩენები მათ ჩამოუვარდებიან უპირველესად ფიზიკური მომზადების დონით, სავარჯიშო პირობებითა და, შესაბამისად, სათამაშო კლასით, იანვარში კი 10 დღეში გველის 5 უმძიმესი თამაში. ამიტომაც გადაწყდა ამ შეკრების ჩატარება, რომ მთელი გუნდი სრულ მზადყოფნაში იყოს. შემდეგი გეგმები ასეთია: დეკემბერში ნაკრების ყველა კანდიდატს საქართველოს ჩემმპიონატის 4 მატჩი აქვს სათამაშო. 20 დეკემბერს თბილისში ჩამოვა ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და საქმეს შეუდგება. ამის შემდეგ გუნდს დაემატებიან ლეგიონერები, მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი და ჩვენი მთავარი კონსულტანტი, დრაგან ჯუკიჩი. იანვრის პირველი რიცხვებიდან გუნდი ოფიციალურ შეკრებაზე გადავა. ვფიქრობ, რომ მოსამზადებელი გეგმა კარგადაა შედგენილი და ნაკრები ოფიციალურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. რაღა დაგიმალოთ და, შედეგსაც მაქსიმალურს ველით," განაცხადა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ბექა ორჯონიკიძემ.  
  საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრება. 14-19 ნოემბერი, 2019 ზურაბ ცინცაძე (GK, იმედი-სტუ), ხაზეინ რუსტამოვი (LW, ქუთ), ზურაბ აბრამიშვილი (LW, BSB ბათუმი), ვლადიმერ ბაძაღუა (LW, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (RW, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (RW, BSB ბათუმი), შალვა სტურუა (CB, ქუთაისი), გივი გიორგაძე (LB, იმედი-სტუ), გიგა ზარნაძე (CB, ქუთაისი), გიორგი მიქავა (P, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (P), გიორგი დიხამინჯია (RB, RW), იური სილაგაძე (GK, წყალტუბო, ახალგაზრდული ნაკრები), მირიან გავაშელიშვილი (CB, იმედი-სტუ, ახალგაზრდული ნაკრები), გოჩა თურმანიძე (CB, BSB ბათუმი, ჭაბუკთა ნაკრები) - მწვრთნელები: დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე, გიორგი გვაზავა -- მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი იანვარი 2020. გამარჯვებული გავა პლეიოფში 3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო. 10-12 იანვარი, ბენევენტო, იტალია 10 იან. რუმინეთი-საქართველო, 11 იან. საქართველო-იტალია, 12 იან. კოსოვო - საქართველო -- ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში 16 იანვარი, სპორტის სასახლე. საქართველო-ფინეთი 19 იანვარი. ფინეთი - საქართველო

სხვა სტატიები