Belive

ხაბიბმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. ხაბიბი მერაბისა და მისი ბიძაშვილის ბრძოლას საინტერესოდ მიიჩნევს.

" შეხედეთ მერაბს, ზედიზედ 8 მოგება. ეს უბრალო მებრძოლის შედეგი არაა. მერაბის და ჩემი ბიძაშვილის უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება. მე სიამოვნებით ვიხილავდი. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი ახლა რეიტინგში უფრო მაღლაა, ისინი პოტენციური მეტოქეები არიან. უმარმა ახლა დაიწყო თავისი გზა, მერაბიც ჯერ ახალგაზრდაა, ისინი პოტენციური მეტოქეები არიან. ფაფახი ფაფახის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ მერაბს დიდი პატივს ვცემთ”

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უკანასკნელ ბრძოლაში ბრაზილიელი ლეგენდა ჟოზე ალდო დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქრთველმა სერიოზული წინსვლა განიცადა რეიტინგში და ახლა ის სუპერმსუბუქი წონის მესამე ნომერია.

სხვა სტატიები