Belive

ხაბიბმა ბრძოლის ჩაშლა დაადასტურა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ 19 აპრილს UFC 249-ის  ეგიდით ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა უნდა შემდგარიყო, თუმცა დღეს ხაბიბმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ეს სპორტული მოვლენაც ჩაიშალა:
" სახლში ვარ, კარანტინში და თვალს ვადევნებ ხალხის რეაქციებს ჩემი ბრძოლის გარშემო, როგორც ჩანს მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო კარანტინში უნდა იყოს, როდესაც ქვეყნის მთავრობები და ცნობილი ადამიანები ხალხს მოუწოდებენ რომ სახლში დარჩნენ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ხაბიბი უნდა იყოს ერთადერთი ვინც არ უნდა მიაქციოს ამ ყველაფერს ყურადღება, გამოიჩინოს კეთილი ნება და ჩხუბის გულისთვის ნახევარი მსოფლიო უნდა გადალახოს? მერწმუნეთ მე თქვენზე მეტად მწყდება გული, უამრავი გეგმა მქონდა ბრძოლის შემდეგ, მაგრამ ეს სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება. უდიდესმა ქვეყნებმა და კომპანიებმა მიიღეს დიდი დარტყმა და სიტუაცია კვლავ არაპროგნოზირებადია. მაგრამ ხაბიბმა მაინც უნდა იჩხუბოს, ამას ამბობთ თქვენ? თავს გაუფრთხილდით და თავი ჩემს ადგილზე წარმოიდგინეთ" -  განაცხადა ნურმაგომედოვმა.

სხვა სტატიები