Belive

ხაბიბის მამა კონორ მაკგრეგორს რევანშის შანსს მოსკოვში სთავაზობს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
მოგეხსენებათ, რომ კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირებამ მთელი სამყარო მოიცვა, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ "დუელის" ინტერესი საკმაოდ დიდია. უცხოური მედიაგამოცემა SportBible ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაპირისპირების გამარჯვებულის - ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ კონორ მაკგრეგორს რევანშის გამოწვევა გაუგზავნა. "როგორც კონორი ამბობს, მას გაცილების მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე ხაბიბს. ეს უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ ჩვენ მას რევანშის შანსს - მოსკოვში ვთავაზობთ. თუ არ შეშიდება მაკგრეგორი ჩვენ და მოსკოვი მას დიდი სიამოვნებით მივიღებთ", - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ. ხაბიბის მამა ორიოდ სიტყვით ფერგიუსონსაც შეეხო: "სანამ კონორი მოიფიქრებს, ჩვენ ამასობაში ფერგიუსონს მივხედავთ და საკუთარ ადგილს მივუჩენთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფერგიუსონს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს. ვფიქრობ, რომ "მედისონ სქვეარ გარდენი" შესანიშნავი ადგილი იქნება ამ შეხვედრისათვის, თუმცა მარტამდე არაფერი იქნება", - სწორედ ამ სიტყვებით დასრულდა მისი ინტერვიუ.    

სხვა სტატიები