ხაბიბი და კონორი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ
ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირებები სოციალურ ქსელში ახალი არ არის. UFC-ის რუსი და ირლანდიელი მებრძოლები ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცნენ. მაკგრეგორის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული პოსტი Twitter-ში მორიგი დაპირისპირების საბაბი გახდა: "ხაბიბ, სამარცხვინო ხარ. შენ, როგორც ყოველთვის, ვირთხასავით იმალები. ეს ბევრჯერ მითქვამს. უკომენტაროდ. სამარცხვინო.”
აღნიშნულ განცხადებას ნურმაგომედოვი გამოეხმაურა და კონორს წინა ბრძოლა გაახსენა: "ჩვენ გვახსოვარ. ამ ღამეს ძალიან კარგი იყავი. ასეთივე დარჩი, ნუ იქნები ყალბი." შემდეგ ირლანდიელმა რუსი მებრძოლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით წაშალა.Khabib you absolute embarrassment. Scurrying, hiding rat as usual. As I have said many times. As has been seen many times. Through the pane of glass it was confirmed what was always known. “No comment” lol. An embarrassment to real fighting. — Conor McGregor (@TheNotoriousMMA) May 11, 2020
"ფეხებით ჩახუტება? დაგავიწყდა როგორ დაგაგდე ძირს თუ ტვიტებს წერდი? გაჯობე სთრაიქინგში, ჭიდაობაში და აბსოლუტურად გაგანადგურე გრეპლინგში. საკუთარი ხელებით ჰაერს გართმევდი, ბოლოს კი დამნებდი. არ დაგავიწყდეს შენი სიტყვები: "ეს მხოლოდ ბიზნესია." - დაწერა ნურმაგომედოვმა.McGregor’s deleted post pic.twitter.com/x7DDRTWsoG — Fighting Stuff (@fighting_stuff) May 12, 2020