Belive

"კარიერის დასრულებამდე მინდა უმარი მერაბს, იანს და ო'მალის შეხვდეს" - ხაბიბი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

ხაბიბ ნურმაგომედოვი ამბობს, რომ უმარს UFC-სგან ქამარზე კიდევ ერთხელ ბრძოლის გარანტია არ მიუღია. მისი თქმით, უმარი მზადაა იმდენი ბრძოლა ჩაატაროს ქამრამდე, რამდენსაც UFC ეტყვის. თავად ხაბიბს სურს, რომ უმარი დივიზიონში საუკეთესოებს - მერაბს, იანს და ო'მალის შეხვდეს.

UFC არავის არაფრის გარანტიას არ აძლევს. ეს ჩემი მათთან ურთიერთობის დროს გამოვცადე. UFC სწორი დროის შერჩვაზე და შესაძლებლოების გამოყენებაზე არის დაფუძნებული. როცა ისინი რაღაცას გაძლევენ, უნდა აიღო. ჩემს ბიჭებს სულ ვეუბნები, როცა შესაძლებლობა ჩნდება, უნდა გამოიყენო. სხვანაირად არ გამოვა. უმარი ამბობს, თუ ქამრისთვის ჩხუბს არ მიიღებს, მაშინ ნებისმიერთან იბრძოლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მისი თავდაჯერება მომწონს.

თუ ვინმე მკითხავს, რომელს მინდა უმარი შეხვდეს იანს თუ მერაბს, მე ვუპასუხებ - ორივეს. კარიერის დასრულებამდე მინდა უმარი მერაბს, იანს და ო'მალის შეხვდეს, რადგან ეს ბიჭები დივიზიონის სათავეში დგანან. - განაცხადა ხაბიბმა

შეგახსენებთ, რომ უმარმა მისი ბოლო ბრძოლა მარიო ბაუტისტან წინააღმდეგ გამართა, რომელშიც გაიმარჯვა. რაც შეეხება მერაბს, ის პიოტრ იანს 6 დეკემბერს შეხვდება და შეეცდება ქამარი მეოთხედ დაიცვას.

სხვა სტატიები