Belive

კამარუ უსმანი და ჰენრი სეხუდო გიგას ფავორიტად მიიჩნევენ

4 თვის წინ სხვა
1 წთ

28 ივლისს UFC-ის ოქტაგონზე ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ინგლისში გასამართ UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე ადგილობრივ არნოლდ ალენს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარცხი ნებისმიერი მებრძოლისთვის კარგი პოზიციის დაკარგვას ნიშნავს.

ტრადიციულად, მოახლოვებულ ბრძოლებთან დაკავშირებით პროგნოზები გააკეთეს სხვა სპორტსმენებმაც. კამარუ უსმანმა და ჰენრი სეხუდომ ჭიკაძე-ალენის ჩხუბის შესახებ Pound4Pound-ის YouTube არხზე ისაუბრა.

ფეხების დარტყმა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეს გიგას წარსულში ძვირად დაუჯდა. მჯერა, რომ გიგა ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია და თუ საწვავი არ გაუთავდება... მე რომ ალენის ადგილას ვიყო კატარის ბრძოლას შევხედავდი. ის უბრალოდ წნეხავდა გიგას და ფეხის დარტყმის დისტანციას უზღუდავდა. ვინაიდან გიგა უფრო საშიში მებრძოლია, ვფიქრობ ბრძოლას ის მოიგებს. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ

კამარუ უსმანი ჰენრის აზრს იზიარებს და ამბობს, რომ გიგა მოიგებს.

გიგამ კარგად იცის როგორც დააშალოს მოწინააღმდეგის კორპუსი. შეუძლია არნოლდ გაუმკლავდეს გიგას იმ დარტყმების ვარიაციებს, რომელსაც ის შეთავაზებს. ჭიკაძემ ყველაზე კარგად იცის როგორ მოამზადოს ღვიძლში დარტყმა. თუ გამარჯვებული უნდა ავირჩიო გიგა ჭიკაძეს ვიტყვი. - განაცხადა კამარუმ

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გიგამ ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარა. "ნინძამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში მისი მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებით დაბრუნდა.

რაც შეეხება ალენს, ინგლისელმა მებრძოლმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო. არნოლდი ევლოევთანაც და ჰოლოუეისთანაც ქულებით დამარცხდა. ჭიკაძესთან გამარჯვება ალენს ჰაერივით სჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს, რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადავა და სატიტულო ბრძოლაშიც ჩაერთვება.

ჭიკძის ბრძოლა გამთენიისას 06:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები