Belive

ჯოშუა უკრაინელი მსოფლიო ჩემპიონის დასამარცხებლად ძალისხმევას არ იშურებს

1 წლის წინ სხვა
2 წთ
ბრიტანელი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის დაბრუნებას ზაფხულის ბოლოს შეეცდება. 40000 ადგილიანი "Jeddah Superdome" ამ ბრძოლას შაბათს, 20 აგვისტოს, საუდის არაბეთში უმასპინძლებს. თავდაპირველად, ჯოშუასა და უსიკის ორთაბრძოლა მაისში, შემდეგ კი, ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ, მოლაპარაკებების გაჭიანურებამ კიდევ ერთხელ გამოიწვია ბრძოლის გადადება. უკრაინაში მიმდინარე ომმაც ბრძოლის გადადების გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა. 35 წლის უსიკი უკრაინაში ამ წლის დასაწყისში წავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯოშუას უკრაინელთან განმეორებით მატჩში გამარჯვების მოპოვება ძალიან სურს. ედი ჰერნმა, ჯოშუას პრომოუტერმა, განაცხადა, რომ მისი კლიენტი "შეპყრობილია" სტრატეგიებით და უამრავ ხერხს მიმართავს, რომ ეს ბრძოლა წარმატებით დაასრულოს. ბრიტანელის მხარემ თვეები დახარჯა იმისათვის, რომ AJ-მ მეორე ბრძოლაში გამარჯვება გაინაღდოს. გარდა ამისა, ჯოშუას ეყოლება ახალი სავარჯიშო გუნდი, ანხელ ფერნანდესთან ერთად, მის კუთხეში რობერტ გარსიაც იქნება. 20 აგვისტოს კიდევ სხვა ბრძოლებიც გაიმართება. ჯერჯერობით მთლიანი განრიგი არაა გამოვლენილი, თუმცა, რამდენიმე ბრძოლა ცნობილია. ზაფხულის ამ საღამოს ბადუ ჯეკი რიჩარდ რივერას დაუპირისპირდება, ჯერ ცნობილი არაა ვინ იქნება ტაირონ სპონჯის მეტოქე. გავრცელდა ჭორები, რომ ამ ქარდზე შესაძლოა კალუმ სმითმაც იბრძოლოს.  

სხვა სტატიები