Belive

ჯო როგანმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააკრიტიკა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ჯო როგანმა, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რუსეთში ბრიტნი გრინერის პატიმრობის პოზიციის გამო გააკრიტიკა.

UFC-ის კომენტატორი ჰარისს აკრიტიკებს, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გრინერი ციხეში უსამართლოდ ზის. ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს ამ ბრალდებით და ამის ფონზე, ჯო როგანი ფიქრობს, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია თვალთმაქცურია.

განაჩენის გამოტანის შემდეგ, ქალბატონმა ჰარისმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

„დღევანდელი განაჩენით, რუსეთი აგრძელებს ბრიტნი გრინერის უკანონო პატიმრობას. ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. მთელი ჩვენი ადმინისტრაცია, ყოველდღე მუშაობს ბრიტნის სახლში დასაბრუნებლად.”

როგანმა კი ამ ყველაფერზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

” ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა, რაც გრინერის საქმის გარშემო ხდება. კამალა ჰარისი საუბრობს იმაზე, თუ რამდენად საშინელებაა ბრიტნი გრინერის ციხეში ყოფნა. სწორედ ამ მიზეზით კი ის ციხეში სვავს ხალხს. ათასობით ადამიანია მარიხუანას გამო ციხეში.”

კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობამდე პროკურორი იყო და მისი მოღვაწეობის პერიოდში, სან-ფრანცისკოში, 1900-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მარიხუანას გამო.

საინტერესოა, რომ ჰარისმა 2019 წელს ტვიტერზე პორსტი გამოაქვეყნა, სადაც მარიხუანას ლეგალიზებას მხარს უჭერს.

როგორც ვხედავთ, კამალა ჰარისმა მისი დაპირება არ შეასრულა და ჯო როგანიც, სწორედ ამიტომ უწოდებს მის საქციელს თვალთმაქცობას.

"მათ თქვეს, რომ მარიხუანას ლეგალიზებას აპირებდნენ. განაცხადეს, რომ პატიმრები, რომლებიც ციხეში არაძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს გათავისუფლდებოდნენ. რატომ არ გაამართლეს ადამიანები, რომლებიც ციხეში მარიხუანას გამო არიან, როცა თქვეს, რომ აპირებდნენ?

შეგახსენებთ, რომ WNBA-ს მოთამაშე თებერვალში მოსკოვში მას შემდეგ დააკავეს, რაც მის ჩანთაში კანაფი აღმოაჩინეს. რუსმა მოსამართლემ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სხვა სტატიები