"ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე" - ვახტანგ ლოლუა
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17 წლის ვახტანგ ლოლუამ, ბრატისლავაში მიმდინარე თავისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ მედლისთვის ბრძოლაში სომეხი მანველ ხაჩატურიანი 8:1 დაამარცხა.
დაპირისპირების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა:
სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი გახარებული ვარ, ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობ და კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, შემდეგში კი ვეცდები საქართველოში ოქროს მედალი ჩამოვიტანო. მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, ექიმებს და გულშემატკივებს. ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს გარდაცვლილ მეგობარს, ნუგზარ წურწუმიას და ყველაფერს ვიზამ მისი სულის გასახარებლად. მის წონაში ვასპარეზობ და მადლობა ღმერთს, რომ მომცა შესაძლებლობა გამოვსულიყავი ევროპის ჩემპიონატზე. - ვახტანგ ლოლუა