Belive

"ჯეიკ პოლს შევებრძოლები, რომ UFC 303 გადავარჩინო" - შონ ო'მალი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, UFC 303-ზე კონორ მაკგრეგორი დაბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე მაიკლ ჩენდლერი იქნება, რომელიც ირლანდიელთან შეხვედრას დიდი ხანია ითხოვს.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, არსებობს რისკი, თანაც საკმაოდ დიდი, რომ კონორი ამ ბრძოლას ჩაეხსნება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მაკგრეგორი ვარჯიშის ნაცვლად ღამის კლუბებში ერთობა.

ამის ფონზე სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ მზაობა გამოთქვა, რომ UFC 303-ზე იბრძოლოს. "შუგამ" მეტოქეც დაასახელა და ის ჯეიკ პოლია.

ჯეიკ პოლს შევებრძოლები, რომ UFC 303 გადავარჩინო. - წერს შონი საკუთარ X-ის გვერდზე

რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ვერ შედგება, რადგან პოლს კონტრაქტი PFL-თან აქვს გაფორმებული. გარდა ამისა, ო'მალის ჯერ დვალიშვილთან აქვს საქმე მოსაგვარებელი. მერაბი ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატია და ტიტულამდე მხოლოდ ჩემპიონის დამარცხება აკლია. "შუგასა" და "მანქანის" ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა, დიდი ალბათობით ისინი სექტემბერში ვეგასში შეხვდებიან.

სხვა სტატიები