Belive

ჯეიკ პოლისა და ნეით დიასის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილ მებრძოლს ნეით დიასსა და იუთუბერს, ახლა უკვე მოკრივეს, ჯეიკ პოლს შორის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა. მათი დაპირისპირება 5 აგვისტოს დალასში გაიმართება.

ნეით დიასი გამოცდილი მებრძოლი, რომელსაც შთამბეჭდავი რეკორდი აქვს MMA-ში. UFC-ში ასპარეზობის დროს არაერთ კარგ მებრძოლს დაპირისპირებია, მათ შორის კონორ მაკგრეგორსაც, რომლის დამარცხებაც 2016 წელს შეძლო.

ჯეიკ პოლს კრივში უკვე 6 პროფესიონალური ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 5-ჯერ გამარჯვებულმა დატოვა რინგი. ჯეიკი აქამდეც შეხვედრია UFC-ის მებრძოლებს და ისეთი მებრძოლები ჰყავს დამარცხებული, როგორებიც არიან ბენ ასკრენი, ტაირონ ვუდლი და ანდერსონ სილვა. ამერიკელ იუთუბერს ბოლო ბრძოლა ტომი ფიურისთან აქვს ჩატარებული, რომელშიც დამარცხდა.

სხვა სტატიები