"იყო დრო, როდესაც მეშინოდა იმის გამო, რომ UFC გამაძევებდა" - მერაბ დვალიშვილი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე შონ ო'მალი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეორედ დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მახრჩობელა ილეთით დააფინიშა.
ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
ძალიან ბედნიერი ვარ, დღეს განსაკუთრებული დღე იყო, რადგან ნიუ-იორკთან ახლოს, ნიუ-ჯერსისთან ვიბრძოდით, პროფესიონალური კარიერა სწორედ აქ დავიწყე, ჩემი პირველი ნაბიჯები აშშ-ში სწორედ აქ გადავდგი. ეს მრავალი წლის წინ იყო და ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ დღეს ქამრისთვის ვიბრძოდი, ბატონი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც აქ იყო და ყველა ქართველი, ყველა ჩემი მეგობარი ნიუ-იორკიდან, ნიუ-ჯერსიდან. ამაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს, ძალიან მადლიერი ვარ.
ყველა მხრივ ვუმჯობესდები, ეს დარტყმებშიც აისახება, მხოლოდ ერთ კონკრეტულ რაღაცაზე არ ვარ კონცენტრირებული. საწვრთნელი პერიოდის დროს ბანაკში თამაშის გეგმა შეიცვალა, სხეულის ყველა ნაწილზე დარტყმებში ვვარჯიშობდი. ის ბრძოლამდე საბაბებს იგონებდა, ბევრს საუბრობდა, ამიტომ დიდად არ მიფიქრია ჭიდაობაზე და ბანაკში ვთქვი, რომ იქნებ ის განსაკუთრებულია და მან შეაჩეროს ჩემი თეიქდაუნები და მე ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ შევეცადე მარტო ჭიდაობით არ შემოვფარგლულიყავი და ამით მას პატივი ვეცი, ცოტას ვრისკავდი, მაგრამ ასეთი იყო საბრძოლო გეგმა.
საწვრთნელ ბანაკში, მოსამზადებელ პერიოდში ჩემი მეგობარი ალჯამაინ სტერლინგი ძალიან მეხმარება, მას ბრძოლა არ აქვს, ქორწინდება, დიდად არ უყვარს სპარინგი, მაგრამ კვირაში სამჯერ ვსპარინგობდით და შონ ო'მალიზე ორჯერ უკეთესი იყო. მე დღეს ალჯოს ვუთხარი, რომ ბონუსი გავყავი, მას ნახევარი მივეცი, ეს შენი საქორწილო საჩუქარი იქნება, მაგრამ შენი საჩუქრისს ფასს ვერასდროს გადავიხდი, შენ ხარ საუკეთესო კაცი, მადლობა ძმაო.
კორი სენთჰეგენი ძალიან კარგი მებრძოლია, ის ყოველთვის საუკეთესო მებრძოლებს ხვდება, მას უდიდესი ტალანტი აქვს და პატივს ვცემ. ის ბევრად მეტს იმსახურებს. თუ UFC გადაწყვეტს მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებ. ამის შემდეგ 2-კვირიან შვებულებას ვიღებ, 1 კვირით ნინა დრამასთან და მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოვალ კუთხეების მოსანახულებლად და კარგად საჭმელად, შემდეგ ილიას ვუქომაგებ ოლივეირას წინააღმდეგ.
იყო დრო, როდესაც მეშინოდა იმის გამო, რომ UFC გამაძევებდა, რადგან პირველი ორი ბრძოლა წავაგე. ახლა კი ყველაფრისთვის მადლიერი ვარ, პატარა ქვეყნიდან ჩამოვედი და ჩემს დასახულ მიზნებს მივაღწიე. ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, რომ ისტორიებს ვწერ.
შემდეგი ბრძოლის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი, პიტერ იანგის ვარიანტს განვიხილავდი, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ, როგორც UFC გადაწყვეტს ისე იქნება, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ნიუ-იორკში ბრძოლა სასიამოვნო იქნება, ნიუ-ჯერსიშიც კარგი იყო, მაგრამ მე ნებისმიერ ადგილზე ვიჩხუბებ ბნელ ოთახშიც კი.
ჩემს ქვეყანაში ახლა ყველას ღვიძავს, რადგან ჩემი ბრძოლა ენახათ, ისინი ძალიან ბედნიერები არიან. ვფიქრობ აეროპორტშიც დამხვდებიან, ეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, დიდი მომენტია. პატარაობაში სპორტსმენობაზე ვოცნებობდი, გაჭირვებაში გავიზარდე, არც ტელევიზორი მქონდა, არც მაცივარი, ომი მძვინვარებდა, არც შუქი იყო, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან გამუდმებით ქვრებოდა. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, ეს ყველა პატარა ქვეყნისთვის მოტივაცია უნდა იყოს. ჩემთვის ეს უსაზღვრო მოტივაციაა წარმოვადგენდე ჩემს ქვეყანას. - მერაბ დვალიშვილი