Belive

ისტორიული შედეგი - მარია ალავიძემ მხატვრული ცურვის მსოფლიო თასზე ვერცხლი მოიპოვა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

18 წლის მარია ალავიძე ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს მხატვრული ცურვის მსოფლიო თასიდან მედალი მოუტანა.

კანადაში გამართულ ტურნირზე ქართველმა მოცურავემ თავისუფალი პროგრამა წარადგინა - 200,7612 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენი ამ წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა, მაგალითისთვის: 2024 წელს კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სენიორთა შორის, მარიამ ტექნიკური სოლო პროგრამა შეასრულა და 50 სპორტსმენს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

მარია ალავიძე / მხატვრული ცურვის მსოფლიო თასი 2025 / ონტარიო, კანადა